ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2016, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T1433 - კონკურსი კლინიკისთვის ესკიზური პროექტის შერჩევაზე

კონკურსის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს კონკურსს ავერსის კლინიკისთვის ესკიზური პროექტის შერჩევაზე.

კონკურსი ტარდება ავერსის კლინიკის შენობისთვის ესკიზური პროექტის შერჩევაზე. შენობა უნდა განთავსდეს შემდეგ ტერიტორიაზე: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზირი #29, საკადასტრო კოდი: 01.10.15.007.123. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ნაწილობრივ გამოყენებული იქნას ტერიტორია საკადასტრო კოდით: 01.10.15.007.055.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია 1.1. პუნქტში მითითებული ტერიტორიისთვის საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა.

ზოგადი დებულებები:

  • კონკურსი ღიაა და ანონიმური. მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დიპლომირებულ არქიტექტორს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს.
  • კონკურსი ჩაითვლება შემდგარად, თუ საკონკურსოდ წარდგენილი იქნება ხუთი ან მეტი პროექტი.
  • კონკურსანტებს შეუძლიათ შეკითხვებით მიმართონ ორგანიზატორებს საკონკურსო თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიიღონ პასუხები. კითხვებზე პასუხების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ რეკვიზიტებზე: e-mail: keti.lomia@aversi.ge , ტელ: 2 500 700

კონკურსზე წარსადგენ მასალათა ჩამონათვალი

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განაცხადი;
  • ამობეჭდილი პროექტი ვერტიკალურად განთავსებული A2 ზომის მინიმუმ ორ ფორმატზე.
  • კომპაქტურ დისკზე (CD) ჩაწერილი პროექტის ელექტრონული ვერსია PDF / JPG და TIF ფორმატში.
  • დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ინფორმაცია ავტორის შესახებ. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი მათ შორის პრემიის პროცენტული გადანაწილება. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ავტორების მიერ.
  • განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N12 შრიფტი, არაუმეტეს 3 ფურცლისა) ოთხ ეგზემპლარად.
  • კონკურსზე წარსადგენ ყველა მასალაზე (CD, დალუქული კონვერტი და განმარტებითი ბარათი) მარჯვენა ზედა კუთხეებში აღნიშნული უნდა იყოს დევიზი –არათანმიმდევრული ექვსნიშნა რიცხვი, რომლის ციფრების სიმაღლე ერთი სანტიმეტრის ტოლი იქნება.

პროექტის შემადგენლობა: 

  • გენერალური გეგმა მ. 1:500;
  • ტიპიური სართულის სქემა(კიბის უჯრედისა და ლიფტების მითითებით) მ. 1:100;
  • მინიმუმ ორი ფასადი მ. 1:100.
  • პერსპექტიული ჩანახატები ან რენდერები (მინიმუმ ორი);

კალენდარი:  

  • საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 01 ივლისი, 14.00 საათი, მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ, შპს „ავერსის კლინიკა“.
  • პროექტების გამოფენა გაიხსნება ავერსის კლინიკის ნული სართულის კორიდორსა და სააქტო დარბაზში 2016 წლის 02 ივლისს.
  • შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 7 ივლისს 13:00 საათზე, შ.პ.ს. „ალფა“–ს საკონფერენციო დარბაზში. მის: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. #16

დისკვალიფიკაცია:   

  • კონკურსის პირობების (წარსადგენი საკონკურსო მასალების შემადგენლობა, ფორმატი და ვადები) დარღვევა წარმოადგენს კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველს.

 პრემიები

  • კონკურსში გამოვლინდება ორი საუკეთესო ესკიზური პროექტი.
  • კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია:
         * ერთი I პრემია - 7000 ლარი;
         * ერთი II პრემია - 3000 ლარი;
  • ერთი რომელიმე პრემიის გადანაწილება რამოდენიმე პროექტზე დაუშვებელია.
  • პრემიის მოცულობები მოიცავს პროექტების ღირებულებას, ყველა პირობის გათვალისწინებით.

საკონკურსო კომისია:

  • საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელთაგან და არქიტექტორებისგან.
  • საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი:
    ა. თავმჯდომარეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკონკურსო კომისია.
    ბ. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
    გ. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით.
    დ. გადაწყვეტილების გამოტანის მსვლელობასა და შედეგს საკონკურსო კომისია აფიქსირებს შესაბამის ოქმში.

 შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან.
  • ფუნქციური გადაწყვეტა, შესაბამისობა სამედიცინო დაწესებულებათა მოთხოვნებთან.
  • არქიტექტურულ-მხატვრული დონე.
  • ორგანული კავშირი გარემოსთან.
  • ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება.

კონკურსის შედეგები:

  • გამარჯვებული პროექტები და მათი ელექტრონული ვერსია (CD) გადადის კონკურსის ორგანიზატორის საკუთრებაში, ასევე ორგანიზატორზე გადადის პროექტზე ავტორის ქონებრივი უფლებები (მათ შორის, განხორციელების უფლება). აღნიშნულ პროექტს ორგანიზატორი გამოიყენებს თავისი შეხედულებისამებრ.
  • ის პროექტი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში დაუბრუნდება ავტორს/ავტორებს.

დავალება დაპროექტებაზე

ზოგადი მოთხოვნები:

  • შენობა ისე უნდა განთავსდეს (საკადასტრო კოდი: 01.10.15.007.123) ტერიტორიაზე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხის მოჭრა და/ან გადარგვა.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზონირების შეცვლა;
  • თითოეული სართულის ფართი მიზანშეწონილია იყოს არანაკლებ 900 კვ.მ.–ისა;
  • შენობის სავარაუდო საერთო ფართი 10 000 კვ.მ.
  • შენობაში იქნება განყოფილება გადაუდებელი მიღებით (Emergency), რომლისთვისაც გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი სამანქანო მისასვლელი.
  • ახალი შენობა არსებულ შენობასთან (საკადასტრო კოდი: 01.10.15.007.055, მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ) დაკავშირებული უნდა იყოს არსებული შენობის მე-3 და მე-4 სართულის ნიშნულების დონეებზე ხიდებით.
  • ახალ შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა ავტოსადგომი.

 დანახარჯების ოპტიმიზაცია:

  • მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგიადამზოგავი მასალების და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება.

წინამდებარე დოკუმენტს თან ერთვის:

  • დანართი #1 – განაცხადი;
  • დანართი #2 – გეოლოგიური დასკვნა;
  • დანართი #3 – ტოპო გეგმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ქეთევან ლომია
შპს „ავერსის კლინიკა“
ტელ: 2 500 700
ელ.ფოსტა: keti.lomia@aversi.ge

გისურვებთ წარმატებებს!

განცხადებას თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ