ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1443 - ტენდერი ავეჯის დამზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციას დაემატა ვიზუალური მასალა.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 15.06.2016 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართული და ინგლისური ან გერმანული).

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - ავეჯის დამზადება
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 15.2101.2-004.01 და აგრეთვე ნომერი 91099841

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა.
  • საგარანტიო პირობები (პერიოდი, რას გულისხმობს გარანტია)

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 17.06.2016 -სთვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ