ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1444 - ტენდერი გენერატორების შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორების შესყიდვაზე (1 წლის ვადით).

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად.

  • ტენდერი 10 ცალი გენერატორის შესყიდვაზე

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

შესასყიდი გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შესასყიდი გენერატორების რაოდენობა: 10 ცალი
  • მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია
  • საწვავის ტიპი : ბენზინი (ავზის სასურველი მოცულობა 20 ლიტრი)
  • აქტიური სიმძლავრე: 7 (კვტ)-8(კვტ ) (სამუშაო რეჟიმი),
  • ნომინალური სიმძლავრე: 9,5-10.5 კვა.
  • 1 ფაზიანი, მექანიკური და სტარტერით დაქოქვის სისტემით.
  • კორპუსზე გორგოლაჭები.
  • გარანტია: მინ. 1 წელი.
  • მიახლოებითი ზომები: სიგრძე 70-85 სმ.; სიგანე 50-55 სმ.; სიმაღლე 63-70 სმ.
  • მომხმარებლების დატვირთვის ტიპი - აქტიურ და ინდუქტიურ დატვირთვის
  • დღიური გამოყენების ხანგრძლივობა - ხანმოკლე/ავარიული. 

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასების ცხრილი და მოწოდების ვადა, სადაც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მწარმოებლის ან/და საფირმო ნიშნის და კონკრეტული მოდელის მითითებით) და, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
  • ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(შესაბამის სფეროში)
  • განხორციელებული პროექტები ჩამონათვალი.
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი გენერატორების შესყიდვაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 13 ივნისი (17:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან მობილურზე: 595110174, ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან მობილურზე: 591409717

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ