ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1452 - ტენდერი ლითონის კონსტრუქციების მოწყობასა და ბეტოპანით შეფუთვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ლითონის კონსტრუქციების მოწყობასა და ბეტოპანით შეფუთვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ოფისის შესასვლელის და რკინაბეტონის სვეტების მოწყობა ლითონის კონსტრუქციით - 130 მ2;
  • ოფისის შესასვლელის და რკინაბეტონის სვეტების ბეტოპანით შეფუთვა - 130 მ2;
  • ოფისის შესასვლელის გადახურვის მოწყობა ფერადი ლითონის ფურცლებითა და წყალშემკრები ღარით - 20 მ2;
  • რკინაბეტონის სვეტების მონგრევა - 0.95 მ3;

ზოგადი ინფორმაცია:

  • სამუშაოები განხორციელდება შემსრულებლის მასალით;
  • სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. N14;
  • დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ დიზაინი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 ივნისის 17:00 სთ-მდე;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 60 %; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10 %; ანალოგიური გამოცდილება - 10 %.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ