ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1454 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე (შავი კარკასის გარდა) და შიდა ინტერიერის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზე (შავი კარკასის გარდა) და შიდა ინტერიერის მოწყობაზე.  

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე საბავშვო ბაღსა და სკოლას აშენებს.

მშენებლობის დამკვეთი ტენდერის პირველ საფეხურზე ეძებს დაინტერესებულ ფირმებს, რომლებიც მზად არიან შეასრულონ ქვემოთ მითითებული სამუშაოები და შესარჩევ კონკურსში მიიღონ მოანაწილეობა.

მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებულ ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
მშენებლობის დასაწყისი: 2016 წლის აგვისტო დასაწყისი/ბოლო
შენობის დასრულების ვადა: სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2017 წლის 31 ივლისამდე 

სამუშაოს აღწერა: 

სამშენებლო სამუშაოების შესრულება 3.547 მ² სკოლის და 463 მ² ბაღის შენობისათვის რომელთა შავი კარკასი უკვე დასრულებულია.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ფასადის სამუშაოები მინის ფასადისა და ფანჯრების ჩათვლით.
  • სარდაფის ჰიდროიზოლაცია ნიადაგთან მიმართებაში, ასევე სახურავების ჰიდროიზოლაცია.
  • შიდა სამუშაოები როგორიცაა ლესვა, იატაკის მოწყობის სამუშაოები, სადურგლო სამუშაოები, ღებვა და ა.შ.
  • სხვადასხვა სახის ელექტროენერგიის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოები, როგორიცაა ძლიერი დენის მოწყობილობების მონტაჟი, სუსტი დენის მოწყობილობების მონტაჟი, უსაფრთხოების სისტემები და ა. შ.
  • გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების სისტემის, წყლის, კანალიზაციის , სანიაღვრე სისტემის და ა.შ. მონტაჟი.
  • გარე სამუშაოები როგორებიცაა მიწისა და მიწის საფარის მოწყობა, ღობის მოწყობა და ა.შ.

გადახდის ფორმა:

  • წინასწარი გადახდის გარეშე.
  • ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ანგარიშის (ინვოისის) წარდგენა. ამის შემდეგ 30 დღის განმავლობაში მოხდება თანხის გადახდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე პირველი გადახდა მოხდება ყველაზე ადრე 2 თვეში.

ტენდერის მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 მსგავსი შენობა უნდა გქონდეთ აშენდებული - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
  • მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
  • დაახლ. 9 მლნ. ლარი მინიმუმი წლიური ბრუნვა
  • გენერალური კონტრაქტორის საქმიანობის გამოცდილება
  • გერმანულ/საერთაშორისო სამშენებლო პირობებით მუშაობის გამოცდილება
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ფირმებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უნდა გამოგზავნონ სატენდერო წინადადება 2016 წლის 21 ივნისამდე შემდეგ მისამართზე:

გიორგი ხუბულური (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი)
ელექტრონული ფოსტა: verwaltung@deutscheschule.ge

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

  • ფირმის პრეზენტაცია
  • რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
  • ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ფირმაში დასაქმებულთა სია, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
  • ბოლო 3 ფისკალური წლის ბრუნვის სია
  • დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ ფირმას არ აქვს საგადასახადო დავალიანება
  • ინფორმაცია სუბკონტრაქტორი ფირმების შესახებ

ყველა სატენდერო წინადადების მიღების შემდეგ შედგება მოკლე სია იმ ფირმებისა, რომლებიც გადავლენ მეორე საფეხურზე. ივნისის დასასრულს ამ ფირმებს გადაეგზავნებათ სრული სატენდერო დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა, გეგმები და ა.შ.), ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამი კვირის განმავლობაში მათ უნდა წარმოგვიდგინონ დეტალური ინფორმაცია სამუშაოს ღირებულების შესახებ.

კომპანიები, რომლებიც ასრულებენ მოცემულ მოთხოვნებს და აკმაყოფილებენ ევროპული სამშენებლო ნორმებს გადავლენ ტენდერის მეორე ეტაპზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ