ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1455 - ტენდერი პლანშეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს 345 (სამას ორმოცდახუთი) ერთეული (კონკრეტული მოდელის, რომელიც მითითებულია 7 მუხლში) პლანშეტის შესყიდვაზე, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.

მოსაწოდებელი საქონლის დეტალური ტექნიკური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“-ს საწყობში.

შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 20 ივნისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი პლანშეტების შესყიდვაზე).
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, თამუნა მუჯირი მობ: 577040505
    ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ