ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1456 - ტენდერი სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერს დაემატა ახალი ლოტი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის (დანართი N2) შესაბამისად.

მოსაწოდებელი საქონლის დეტალური ტექნიკური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და დისპენსერების მაქსიმალური რაოდენობა იხილეთ დანართ N1-ში;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დანართი N1-ში მითითებულ მისამართებზე.

შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

ტექნიკური პირობები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა.
  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
  • წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისათვის განსაზღვრულ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ნორმებს, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ლოტში;
  • გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 20 ივნისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე).
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, თამუნა მუჯირი მობ: 577040505
    ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ