ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1461 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ჩაფლული რკინა-ბეტონის რეზერვუარების მოწყობა;
  • რკინა-ბეტონის არხის მოწყობა.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სამუშაოების განხორციელდება მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
  • სამუშაოები განხორციელდება:
         * სამშენებლო ნაწილზე - შემსრულებლის მასალით;
         * ტექნიკურ ნაწილზე - დამკვეთის მასალით.

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რის შემდეგაც მათ გადაეგზავნებათ ტექნიკური დავალება.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს: 

  • შემოთავაზებული მომსახურების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 ივლისისა);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 16 ივნისის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; გადახდის პირობა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 20% შესრულების ვადა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ