ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1462 - ტენდერი პერსონალის კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ტექნ ენ ფიქს ლიმიტედ"-ი აცხადებს ტენდერს პერსონალის კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე.

მომსახურება: პერსონალის ყოველდღიური კვება.
მომსახურების პირობები: კომპანიაში დასაქმებულია 90 პირი. თანამშრომლები განაწილებული არიან ორ ერთმანეთის გვერდით მდებარე ოფისში.

ერთ ოფისში მუშაობს 20 პირი, კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი). შესვენება სადილისთვის გვაქვს 13-14 საათებს შორის.

მეორე ოფისი მუშაობს კვირაში 7 დღე, დღის და ღამის ცვლაში. სულ 70 თანამშრომელი, რომლებიც გადანაწილებულნი არიან ისე, რომ ყოველ ცვლაში მოდის 20 თანამშრომელი. დღის შესვენება 13-14 საათ, ღამის შესვენება 2-3 საათი.

შენიშვნა:
ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თითოეულ თანამშრომელთან ინდივიდუალურად, უშუალოდ საკვების შეძენის შემდეგ.

კომპანია ვერ დაარეგულირებს ყოველდღიური შესყიდვების რაოდენობას.

მომსახურების მიღების ადგილი: ქ. თბილისი, დ.უზანძის 57 და დ.უზნაძის 16
მომსახურების მიღების ვადები: ტენდერის დამთავრებისთანავე
წინადადებების ჩაბარების ბოლო ვადა: 16.06.2016, 18:00 საათი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის და მინიმუმ ერთკვირიანი მენიუს მიხედვით.
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით
  • საკონტაკტო პირის მონაცემები

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის კანონით დადგენილი გადასახადები.

წინადადებები უდნა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, pdf ფორმატით შემდეგ მისამართზე: hr.nino.veltauri@gmail.com, სათაური ველში მიუთითეთ „ტენდერი კვებით მომსახურებაზე“

საკონტაქტო პირი: ნინო ველთაური, მობ: 599122191

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ