ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1471 - ტენდერი რეზინის ჩექმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს რეზინის ჩექმების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • რეზინის ჩექმა ზოგადი დანიშნულების;
  • ქსოვილოვანი სარჩულით (სარჩულის ნიმუში გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში);
  • რაოდენობა - 1400 წყვილი;

პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა N13;

ზომები დაზუსტდება უშუალოდ შეკვეთის წინ ერთი კვირის ვადაში;

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის ნიმუში;
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 ივნისის 17:00 სთ-ამდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 40%; ხარისხი და გარანტია 30%; მიწოდების ვადა 20%; გადახდის პირობები 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ