ჩაბარების ვადა:

28 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1476 - ტენდერი სეიფების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სეიფების შესყიდვის შესახებ;

დასახელება:

  • ნაცრისფერი სეიფი: სიმაღლე - 50, სიგანე - 35, სიღრმე - 35

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • სეიფს უნდა ჰქონდეს გასაღებიანი საკეტი;
  • სეიფების ზომები არ უნდა იყოს ზემოთ მითითებულ ზომებზე ნაკლები; მომწოდებლებს შეუძლიათ ბანკს შესთავაზონ ალტერნატიული ზომები, რომლებიც მოცულობაში არ იქნება საგრძნობლად განსხვავებული.
  • სეიფების მოწოდების ვადა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 ივნისიდან – 2016 წლის 28 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;  
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1–ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ავთანდილ ჯაფარიძეს 599790909

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 ივნისის, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=469&lang=geo