ჩაბარების ვადა:

27 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1484 - ტენდერი თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურე კომპანიის შესარჩევად

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურე კომპანიის შესარჩევად.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად:

  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

თანდართულ ფაილად იხილეთ:

  • შეთანხმება კონფიდენციალობაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

შემოთავაზებული მინიმალური პაკეტის ღირებულება: 20 ლარი

ინფორმაცია თანამშრომელთა შესახებ:

  • თანამშრომელთა რაოდენობა: 385 (10/06/2016 მდგომარეობით).
  • მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეულ თანამშრომელთა რაოდენობა: 215 (152 ქალი და 63 კაცი).

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეთები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი) ქართულ ენაზე, როგორც ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული), ასევე ელექტრონული ფორმით (CD, USB), (სადაზღვევო პაკეტები Excel-ის ფორმატში).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • საროკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით)
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • ტენდერის დასახელება
  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ./მობ. ნომერი და ელ-ფოსტა).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2016 წლის 27 ივნისის 17:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

დამატებითი ინფორმაციის, ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (2008).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ