ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1511 - ტენდერი ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდინარე სარემონტო სამუშოების შესყიდვის თაობაზე.

სარემონტო ობიექტის დახასიათება:

  • ტრანსფორმატორის ტიპი - ОВТ-1 ТРДНС 40000/220-У1;
  • საქარხნო N 18938

ძალოვანი ტრანსფორმატორის ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ ძალოვანი ტრანფორმატორისა და სატრანსფორმატორო ზეთის ლაბორატორიული გამოცდის ოქმები. დამატებით გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება მიმდინარე რემონტისთვის.

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; საგარანტიო პირობები - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 18 53 72. საკონტაქტო პირი: მურთაზ სვანი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ