ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1512 - ტენდერი ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე.

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

ლოტი N1

  • გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93%) - 60 ტონა;

ლოტი N2:

  • კაუსტიკური სოდა (კონცენტრაცია არანაკლებ 44%) - 25 ტონა 100%-ზე გადაანგარიშებით;

აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2, 1300.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ნივთიერებების მახასიათებლების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • პროდუქციის ღირებულება, ხარისხი და მიწოდების ვადები:
  • ლოტი N1:
         * პირველი ეტაპი - 30 ტონა - არაუგვიანეს 01.09.2016;
         * მეორე ეტაპი - 30 ტონა - არაუგვიანეს 20.12.2016;
  • ლოტი N2:
         * 25 ტონა კაუსტიკური სოდა - არაუგვიანეს 20.12.2016

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-40%; ხარისხი - 30%; გადახდის პირობა - 20%; გამოცდილება - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 18 53 72. საკონტაქტო პირი: მურთაზ სვანი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ