ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1513 - ტენდერი საშემკეთებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს საშემკეთებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ქიმიური საამქროს სახურავის შეკეთება;
  • ქიმიური საამქროს ნეიტრალიზაციის ავზის შეკეთება;
  • ქიმიური საამქროს მჟავისა და ტუტის მიმღები კვანძის შეკეთება.

სამუშაოები შესრულდება შემსრულებლის მასალით.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ სამუშაოების მოცულობა. დაინტერესებული პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2 სიტუაციის შესაფასებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა თითოეული პოზიციისთვის;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

შენიშვნა:

  • წინადადება მიიღება ცალცალკე პოზიციებზე;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას სხვადასხვა პოზიციის შესყიდვა განახორციელოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; შესრულების ვადა - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 20; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 18 53 72. საკონტაქტო პირი: მურთაზ სვანი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ