ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1514 - ტენდერი მცირე ზომის სეიფების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო მრავალი წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს მცირე ზომის სეიფების შესყიდვაზე.

რაოდენობა: 40 ერთეული

მოთხოვნილი პარამეტრები:

  • სასურველი მიახლოებითი ზომა არანაკლებ 330მმX450მმX380მმ.
  • სასურველი წონა: არანაკლებ 35 კგ.
  • აუცილებელი პირობა: ორი მექანიკური საკეტი ( გარედან)
  • აუცილებელი პირობა: სეიფს უნდა ქონდეს ერთი შიდა ( ღია) თარო
  • აუცილებელი პირობა: სეიფის დატბორვის ან ცეცხლში მოხვედრის დროს მისი შიგთავსი არ უნდა ზიანდებოდეს

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  • სეიფს უნდა ქონდეს მწარმოებლის სერთიფიკატი
  • სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი

მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს წერილობითი ფორმით შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • საგარანტიო ვადები
  • საგარანტიო პირობები
  • მოწოდების ვადები

სასურველია, თუ მომწოდებელი თავად უზრუნველყოფს სეიფების ფინკა ბანკი საქართველოს ფილიალებში დარიგებას. ფილიალების მისამართები მოცემულია თანდართულ ფაილში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2016 წლის 5 ივლისისა ( 18:00 საათამდე), ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშველას 71, რედიქსის ბიზნეს ცენტრი, ბლოკი 1, სართული 3, ოფისი 12.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: suznadze@finca.ge და nbigvava@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ