ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1515 - ტენდერი ქიმიური რეაქტივების, რეაგენტებისა და ლაბორატორიული ჭურჭლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ქიმიური რეაქტივების, რეაგენტებისა და ლაბორატორიული ჭურჭლის შესყიდვაზე.

შესყიდვის საგნის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2, 1300.

შესასყიდი ობიექტების ჩამონათვალი, რაოდენობები და სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ (გთხოვთ შეავსოთ დართული ფაილი);
  • ინფორმაცია პროდუქციის ხარისხის შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ.

შენიშვნა:

  • წინადადების შემოტანა შესაძლებელია არასრულ პოზიციებზე (არ გულისხმობს თითოეული პოზიციისთვის რაოდენობის შემცირებას);
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას შესყიდვა განახორციელოს სხვადასხვა კომპანიიდან.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-40%; ხარისხი - 30%; გადახდის პირობა - 20%; გამოცდილება - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 18 53 72. საკონტაქტო პირი: მურთაზ სვანი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ