ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1520 - ტენდერი ბრონირებული ფირის და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურების შესყიდვაზე.

საქონლის დეტალური აღწერილობა იხილეთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. აუცილებელია აიტვირთოს კომპანიის და პროდუქციის მწარმოებლის სერთიფიკატები;
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს თეთრი („მატოვი“) ფერის მინების დაბურვა;
  • შეკვეთის სიხშირე დაახლოებით არის თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული პუქტების მიხედვით ბრონირებული ფირების ნიმუში; ფირების მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაურს:
    მობ: 595 599030
    ტელ: 2 444 444 (4121)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 29 ივნისიდან – 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთშესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=609&lang=geo