ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1521 - ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისისა და რეგიონების მასშტაბით

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე ბანკის სერვის ცენტრებში;

მომსახურების დასახელება:

  • ტრანსპორტირება თბილისის და რეგიონების მასშტაბით

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მომწოდებლებმა პროდუქტი #1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ფიქსირებული თანხა, რომელიც უნდა მოიცავდეს მუშების მომსახურებას ფასსაც.

ფიქსირებული თანხის დათვლისას კომპანიას შეუძლია ისარგებლოს თანდართული ცხრილით სადაც მითითებულია საქ. ბანკის ობიექტების მისამართები. სადაც კომპანიას მოუწევს თბილისი, თემქა, ურეკის ქ. #2-იდან სხვადასხვა სახის ინვენტარის გადაზიდვა/უკან წამოღება. ასევე სერვისცენტრებს შორის გადაზიდვაც.

  • ტრანასპორტირება ხდება ყოველდღიურად ბანკის მოთხოვნის შესაბამისად;
  • ყოველი თვის 15-17 რიცხვამდე, რეგულარულად ხდება რეგიონებში არსებული ბანკის სერვისცენტრების საკანცელარიო საქონელით და ბანკისთვის საჭირო სხვა ინვენტარით მომარაგება;
  • თბილისის სერვისცენტრების ავეჯით მომარაგება;
  • თბილისის და რეგიონების გაყიდვების მენეჯერების სამუშაო (განვადების) სამუშაო ადგილებით მოწყობა;
  • ახალი სერვისცენტრების გახსნის შემთხვევაში საოფისე ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგება;
  • განბაჟებული ტვირთის გეზიდან დანიშნულების ადგილზე მიტანა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 555 000 778 - ბესო ქიტიაშვილი

ფილიალების მისამართები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 29 ივნისიდან – 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში პუნქტი #1–ის პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=610&lang=geo