ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1523 - ტენდერი ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სარემონტო ობიექტების ჩამონათვალი:

  • ტურბინის ლილვი მქნევარით;
  • ტურბინის მუშათვალი;
  • ტურბინის წინა და უკანა სახურავები.

დეტალური ტექნიკური დავალება სარეაბილიტაციო ობიექტებზე განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ და დეტალების ნახაზები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა: სარეაბილიტაციო ობიექტების ორმხრივი ტრანსპორტირება მომწოდებლის საწარმოო ბაზაზე და ბაზიდან განხორციელდება დამკვეთის მიერ.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; შესრულების ვადა - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 11 66. საკონტაქტო პირი ლერი ჭიპაშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ