ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1525 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია: 

  • სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენი (1*150) – 250 მეტრი;
  • სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენი (1*120) – 330 მეტრი;
  • სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენი (1*70) – 75 მეტრი;
  • სპილენძის მრავალწვერა ელ. სადენი ორმაგი იზოლაციით (3*16+1*10) – 100 მეტრი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • პროდუქციის ხარისხისა და შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 5 ივლისის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 30%; ხარისხი - 30%; მიწოდების ვადა - 30%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 595 33 44 24; საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22; საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ