ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1533 - ტენდერი საბურავების შესყიდვა-მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვა-მომსახურებაზე;

საქონლის დასახელება დეტალურად მოცემულია თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა მომსახურების თანხას: საბურავების მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დეტალურ შემოთავაზებაში უნდა მიუთითონ ყველა ბრენდის საბურავის, და შესაბამისი საბურავის ზომების ფასები, ასევე საბურავის მწარმოებელი ქვეყანა (არ უნდა იყოს ჩინური და რუსული წარმოების). საბურავი არ უნდა იყოს ეგრედწოდებული "All Seasons," რადგან ბანკი ამ ტიპის საბურავების შეძენას არ გეგმავს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავზე და შეცვალოს წუნიანი საბურავი ახლით, იგივე ტიპის საბურავით ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა პროდუქციის ფასი ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში ლარებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ, ხოლო დეტალური ფასები კონკრეტული ბრენდის და ზომების მიხედვით (რომელსაც ითვალისწინებს მოცემული ტენდერის დეტალური აღწერა) უნდა აიტვირთოს დოკუმენტაციის სახით.
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 4 ივლისიდან – 2016 წლის 14 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება საბურავების მოწოდების, მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • განთავსებული შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 555 000 778 - ბესო ქიტიაშვილი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 14 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=615&lang=geo