ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1534 - ტენდერი საწვავით და GPS სისტემით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავით და GPS სისტემით უზრუნველყოფაზე.

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

ლოტი#1

  • საწვავით უზრუნველყოფა;

ლოტი#2

  • GPS სისტემით უზრუნველყოფა;

თითოეულ ლოტზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციული კომპანია (შესაძლებელია ორივე ლოტზე ერთი კომპანიის შერჩევა).

თანდართულ ფაილად წარმოდგენილია ტექნიკური სპეციფიკაციები:

  • სპეცეიფიკაცია-GPS;
  • ა/მანქანების ჩამონათვალი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
  • ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში(ლოტი #1-ის შემთხვევაში);

აუცილებელი მოთხოვნა:

ლოტი #1

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი

ლოტი #2

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყოს GPS სისტემის მონტაჟი კომპანიის კუთვნილ ა/მანქანებში.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

ლოტი #1

  • ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
  • საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ლოტი #2

  • მომსახურების ღირებულება
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილი (მინ. 3, ორიგინდალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი ან შედარების აქტი მომსახურე ბანკთან ბრუნვების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ; 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება იგზავნება სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის საკონტაქტო დეტალების და ტენდერის დასახელების მითითებით (ლოტების მითითებით) მისამართი: თბილისი 0103, ქ. წამებულის გამზ.#3 . წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 ივლისი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).

ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ