ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1541 - ტენდერი გათბობა–გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ავერსის კლინიკა” აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. 16-ში მდებარე რეაბილიტაციის ცენტრის გათბობა–გაგრილებისა და  ვენტილაციის სისტემების მოწყობის თაობაზე.

  • ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართში No1;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში No2;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #3;

დამატებითი ინფორმაცია:

  • გაგრილება, ვენტილაციის მოწყობისათვის გამოყენებულ ჩილერი, ფენკოილები, და ჰაერის მოსამზადებელი აგრეგატები(AHU და მათ შორის ჰიგიენური “H” კლასის დანადგარები) სერთიფიცირებული უნდა იყოს ევროპული ასოციაციის Eurovent-ის (ევროპის სავაჭრო ასოციაცია გაციების, ჰაერის კონდიცირების, ჰაერის მიწოდების, გათბობის და ვენტილაციის მრეწველობის მიმართულებით - Eurovent - the European trade association for the European refrigeration, air conditioning, air handling, heating and ventilation industry) მიერ. ამასთან, შემოთავაზებული ჩილერის ენერგო ეფექტურობის კოეფიციენტი (EER) უნდა იყოს არანაკლებ 2.8-ისა და ამასთანავე B კლასის ენერგოეფექტური აღიარებული Eurovent-ის მიერ.
  • შემოთავაზებული ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის ქვაბის მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ 90%-ისა.
  • გათბობა, გაგრილება, ვენტილირების ლოკალურ ხარჯთაღრიცხვაში სავალდებულოა მითითებული იყოს მწარმოებელი და პროდუქტის მოდელები.
  • შემოთავაზებული პროდუქციის, მათ შორის ჩილერი, ფანკოილი, ჰაერის მოსამზადებელი აგრეგატები, გამწოვი ვენტილატორები, ბუნებრივ აირზე მომუშავე ქვაბის მინიმალური საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს 2 წელს.
  • წარმოდგენილი უნდა იყოს ტუმბოების, სავენტილაციო დანადგარების, ბუნებრივ აირზე მომუშავე ქვაბის, ჩილერის, ფანკოილების და გამწოვი ვენტილატორების მონაცემების ოფიციალური დოკუმენტი(კატალოგი)

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;*
  • საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა:
         * შენობის შიდა პერიმეტრზე გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2016 წლის 10 სექტემბერს;
  • სამუშაოთა შესრულების გრაფიკი.

შენიშვნა:  პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართი No3–ის სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • პროდუქციის Eurovent-ის სერტიფიკატები.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოს სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის, აფიდავიტისა და სერტიფიკატების. 

წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

პრეტენდენტმა ელ. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 18 ივლისის 13:00 სთ–მდე ავერსის კლინიკის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ), უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე). გარანტიის წარმოუდგენლობა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პროექტის დათვალიერებისა და მიღებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირებს. დაინტერესებულ პირს პროექტი გადაეცემა კონფიდენციალობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების საფუძველზე.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა. 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება ერთი კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს ელეტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ საბოლოო სატენდერო წინადადებები (საბოლოო ფასები) უნდა იქნეს წარმოდგენილი.

პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად არაუგვიანეს 2016 წლის 18 ივლისის 15:00 საათისა შემდეგ ვებ–გვერდზე: www.etenders.ge (ტენდერის ნომერი : 47075)

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან - გიორგი პაიჭაძე, ტელ: 577274776, giorgi.paichadze@aversi.ge; გიორგი ჯანიაშვილი, ტელ: 597737636, ელ.ფოსტა giorgijaniashvili@yahoo.com; მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558101330, ელ ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ