ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1542 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის დეტალური აღწერით RFP გათვალისწინებული მოთხოვნები. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია თანდართულ ფაილებში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;

თანდართულ ფაილში მოცემულია ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე დანართი #1 და დანართი #2.

საერთო მოთხოვნები:

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს ზედამხედველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და დისციპლინაზე (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ბანკთან შეთანხმებით.
  • ყველა ობიექტზე უნდა იყოს მტვერსასრუტები, მეტლახის საწმენდი და სპეც მანქანები (იხ. სურათი ბოლო გვერდზე);
  • ბანკის ყველა ობიექტზე საჭიროების შემთხვევაში ჰიგიენური საშუალებებისათვის საჭირო დისპენსერების უფასო მოწყობას.
  • ყველა გამოყენებული საშუალებები, რომლითაც მოხდება ობიექტის დასუფთავება (იგულისხმება ხსნარები და ასე შემდეგ) უნდა იყოს სერთიფიცირებული და არ უნდა იწვევდეს ადამიანის ჯამრთელობის დაზიანებას.
  • დამლაგებელის და დიასახლისის ნაბკთან შეთანხმებული უნიფორმით უზრუნველყოფა.(სოლო სერვისცენტრების შემთხვევაში სპეციალურად სოლო სერვისცენტრებისათვის შერჩეული).
  • ბანკის ობიექტებზე მხოლოდ ბანკთან შეთანხმებული, ჰიგიენური პროდუქციის, დასუფთავების საშუალებების/ინვენტარის გამოყენება.(სოლო სერვისცენტრების შემთხვევაში სპეციალურად სოლო სერვისცენტრებისათვის შერჩეული), გამორიცხულია ე.წ. ხის ჯოხი, ცოცხი და ასე შემდეგ;
  • დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს ფასადის რეცხვის თანამედროვე ტექნოლოგიებით.
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული ჰიგიენური პროდუქციის და დასუფთავების საშუალებების ნიმუშების ბანკისთვის მიწოდება და მათი ნიმუშის სახით შენახვა, ბანკთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია შეთანხმებული ჰიგიენური პროდუქციისა და დასუფთავების საშუალებების შეცვლა.

1. სათაო ოფისის დასუფთავების მოთხოვნები:

ჰიგიენური საშუალებების ლიმიტი:

  • ქაღალდის ხელსახოცები, Z-ის ტიპის, 45 ყუთი (12 ცალი 250 ხელსახოციანი შეკვრა);
  • საპირფარეშოს ქაღლდი, მინი ჯამბო-ს ტიპის, 25 ყუთი (12 ცალი-140 მეტრი);
  • თხევადი საპონი 80 ლიტრი;
  • აეროზოლი 50 ცალი;
  • სამზარეულოების მომარაგება- ჭურჭლის ღრუბელი, ჭურჭლის ჟელე, მაგიდის ტილო.(ულიმიტო)
  • სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება დანართი #1-ის შესაბამისად.

2. აიტი ოფისის დასუფთავების მოთხოვნები:

  • ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება: ულიმიტო
  • სამზარეულოს მომარაგება საჭიროებისამებრ (ულიმიტო): ჭურჭლის ღრუბელი, ჭურჭლის ჟელე, მაგიდის ტილო.
  • სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება დანართი #2-ის შესაბამისად.

3. სერვის ცენტრების, ექსპრეს სერვის ცენტრებისა და ოფისების დასუფთავების მოთხოვნები:

  • დამლაგებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
  • დასუფთავების ფასში უნდა შევიდეს სერვის ცენტრების, ექსპრეს სერვის ცენტრების და ოფისების ფასადების, სარეკლამო ბილბორდების, ლაითბოქსების და ბანკომატების წმენდა-დასუფთავება;
  • დასუთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ყველა ობიექტის მოთხოვნის შესაბამისად ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებას (ულიმიტო).
  • რბილი ავეჯის ქიმიური დასუფთვება (გარდა სტაფილოსფერი ავეჯისა) 6 თვეში ერთხელ ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
  • რბილი და მყარი იატაკის დასუფთავება 4 თვეში ერთხელ ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
  • სერვის ცენტრში არსებული სამზარეულოების მომარაგება- ჭურჭლის ღრუბელი, ჭურჭლის ჟელე, მაგიდის ტილო.
  • ფასადების, სარეკლამო ბილბორდების, ლაითბოქსების და ბანკომატების წმენდა-დასუფთავება თვეში ორჯერ ( დამატებით მესამედ, საჭიროებისამებრ, ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად).

4. სოლოს დასუფთავების მოთხოვნები:

  • დამლაგებლის და დიასახლისის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს;
  • არანაკლებ 2 დამლაგებელი და არანაკლებ 1 დიასახლისი.
  • ფასადების, სარეკლამო ბილბორდების, ლაითბოქსების და ბანკომატების წმენდა-დასუფთავება თვეში ორჯერ, დამატებით საჭიროებისამებრ ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (ულიმიტოდ);
  • რბილი ავეჯის ქიმიური დასუფთვება საჭიროებისამებრ ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (ულიმიტოდ);
  • მყარი და რბილი იატაკის ქიმიური დასუფთვება, საჭიროებისამებრ ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (ულიმიტოდ);
  • ივენთის შემთხვევაში, ბანკის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დამლაგებლებით მომსახურების უზრუნველყოფა არასამუშაო საათებში დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • სოლოში არსებული სამზარეულოების მომარაგება - ჭურჭლის ღრუბელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანისათვის საჭირო საშუალებები, ჭურჭლის ჟელე, მაგიდის ტილო.
  • სოლოს განსაკუთრებული ზედაპირებისთვის არასტანდარტული (სპეც.) დასუფთავების საშუალებები.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1.  განახლებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
    2.  კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3.  კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 6 ივლისიდან– 2016 წლის 15 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 12 თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი);
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე. 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბესიკ ქიტიაშვილს - 555 000 778

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=616&lang=geo