ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1550 - ტენდერი გენერატორების, გათბობა/კონდიცირება/ვენტილაციის სისტემების და უწყვეტი კვების წყაროს გეგმიურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორების, გათბობა/კონდიცირება/ვენტილაციის სისტემების და უწყვეტი კვების წყაროს გეგმიურ მომსახურებაზე.

შერჩეულ კომპანი(ებ)ასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში გეგმიური სასერვისო და სარემონტო სამუშაოების გაწევას (ფილიალების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები და ტექნიკური დავალებები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).

ტექნიკური მომსახურება მოიცავს:

  • პროფილაქტიკურ და ტექნიკურ შემოწმებას;
  • სარემონტო სამუშაოებს;
  • განგაშის შემთხვევაში პრობლემაზე უმოკლეს ვადაში რეაგირებას;

ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:

ლოტი #1

  • გენერატორების და უწყვეტი კვების წყაროს მომსახურება

ლოტი #2

  • გათბობა/კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის მომსახურება

თითოეულ ლოტზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციული კომპანია (შესაძლებელია ორივე ლოტზე ერთი კომპანიის შერჩევა).

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შენდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
  • ტექნიკურ ნაწილში მოცემული მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • რეგიონალური ქსელის არსებობა;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას (სავალდებულო):

  • მომსახურების სქემის დეტალური აღწერილობა;
  • თანდართული ფაილის მიხედვით შევსებული მომსახურების ღირებულება ლარებში, გადასახადების ჩათვლით (ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, როგორც პირველი ლოტის ასევე მეორე ლოტის შემთხვევაში);
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ სამი სარეკომენდაციო ორიგინალი წერილი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი, ბოლო 6 თვის (შესაძლებელია მახსოვრობის ბარათის ან კომპაქტ დისკის წარმოდგენა).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3, არაუგვიანეს 2016 წლის 18 ივლისისა.

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 18 ივლისი (17:00 საათამდე).

ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (1153) , ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (2008)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ