ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1551 - ბანკომატების დემონტაჟი/მონტაჟი, კარ - ფანჯრების და  საკეტი მექანიზმების  შეცვლა-რემონტი, ახალი კარ - ფანჯრების, მინის ტიხრების და ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟი/დემონტაჟი

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 31ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 15 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: ბანკომატების დემონტაჟი/მონტაჟი, კარ - ფანჯრების და საკეტი მექანიზმების შეცვლა-რემონტი, ახალი კარ - ფანჯრების, მინის ტიხრების და ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟი/დემონტაჟი.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სპეციფიკაცია;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიაკციის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორების პირობები
  • საგარანტიო პირობები
  • სპეციფიკაციის ცხრილის ელექტრონული ვერსია (CD დისკზე)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 22 ივლისი 2016 წელი 18 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
მალხაზ ტყემალაძე
ინჟინერი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1593)
E-mail: m.tkemaladze@procreditbank.ge 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ