ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1556 - ტენდერი სტელაჟების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სტელაჟების დამზადებაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად

  • ლოტი 1 - სტელაჟების დამზადება

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება სტელაჟების დამზადება მოწოდებაზე.

დასამზადებელი სტელაჟების ხარჯთაღრიცხვა, ზომები და ნახაზებია წარმოდგენილია თანდართულ ფაილებად. სტელაჟების აწყობა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ჭირნახულის ქ. 30/35-ში მდებარე ბანკის საწყობში.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (ღირებულება ლარში, ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვალისწინებით)
  • მინ. 3 წლიანი გამოცდილება სესაბამის სფეროში.
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი) 

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სტელაჟების დამზადებაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 18 ივლისი (17:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძეს, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (1153) , ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (2008)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ