ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1566 - ტენდერი ლამინირებული იატაკის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ლამინირებული იატაკის შეძენაზე;

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ მოცემულია თანდართულ ფაილში.

პირველ ჯერზე მოხდება 1500 კვ.მ ლამინირებული იატაკის შესყიდვა. მომწოდებელთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გამყიდველი ვალდებული იქნება მოგვაწოდოს ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი რაოდენობა ტენდერში დაფიქსირებული 1 კვ.მ-ის ფასით.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. აუცილებელია აიტვირთოს კომპანიის და პროდუქციის მწარმოებლის სერთიფიკატები;
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული პუქტების მიხედვით ნიმუშები; პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს ბანკის საწყობში, თბილისი, ურეკის 2-ში;
  • გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ბუქურს:
    მობ: 595 565992
    ტელ: 2 444 444 (7775)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 ივლისიდან – 2016 წლის 20 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ; შესრულების ვადაში მიუთითეთ ლოგოს დამზადების და განთავსების ვადები თბილისში.
  • გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • განთავსებული შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=617&lang=geo