ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1568 - ტენდერი უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა/მომსახურებაზე;

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის/მომსახურების შესახებ მოცემულია თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ქონდეს შესაბამისი რესურსი იმისათვის რომ სამუშაოების წარმოება შეძლოს ერთდროულად რამოდენიმე (4-5) ობიექტზე, ასევე არასამუშაო დღეებსა და საათებში;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვინც:
    1.  აქვს საბანკო ობიექტებზე უსაფრთხოების სისტემების ინსტალაციის გამოცდილება;
    2.  საგანრატიო მომსახურების პირობებში, ექნება ობოექტზე გასვლის მინიმალური დრო (თბილისი/რეგიონი) მითითებით;
    3.  უსაფრთხოების აპარატურაზე წარმოადგენს უკეთეს საგარანტიო პერიოდს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1.  საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2.  კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3.  კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    4.  აპარატურის ბრენდები და მწარმოებელი ქვეყანა;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დასამონტაჟებელი აპარატურის დაინტეგრირება შესაძლებელი უნდა იყოს არსებულ სისტემებთან
  • ჩასატარებელი სამუშაოების ზოგადი აღწერილობა:
    1.  ვიდეო-სათვალთვალო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
    2.  დაცვითი-საგანგაშო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
    3.  სახანძრო-საგანგაშო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
    4.  შეზღუდული დაშვების სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
  • შემოთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული ინსტალაციის ხარჯები თითოეული კომპონენტისათვის, ასევე კაბელის გაყვანის და დემონტაჟის ხარჯებიც;
  • გთხოვთ, დეტალურ შეთავაზებაში დაამატოთ ტენდერით გათვალისწინებული საქონელის მოწოდების ვადები;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 ივლისიდან – 2016 წლის 20 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • დამონტაჟებული სისტემის ფარგლებში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება გაუწიოს ბანკს მინიმუმ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ; გთხოვთ
  • გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • განთავსებული შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=618&lang=geo