ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1572 - ტენდერი ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2016 წლის 26 ივლისი, 17:00.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე;

საქონლის დასახელება/აღწერა:

  • ნაჭრის ჩანთა - 2000 ცალი

სპეციფიკაციები:

  • ტილოს ნაჭერი, მუქი ლურჯი;
  • ჩანთის ზომა 37X32 სმ, სახელურის ზომა 49X3 სმ;
  • ჩანთაზე უნდა მოხდეს სოლოს ლოგოს გადატანა ზომით 8X4, ლოგოს დატანის წესი: თერმულად, პრიალა ოქროსფერი და ჩვეულებრივი თეთრი.

სატენდერო შემოთავაზებას აუცილებლად უნდა ახლდეს 1 ცალი ნიმუში (თანდართულ ფაილში მიბმული ფოტოს მიხედვით).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
  • მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა). 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 ივლისიდან – 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნინო უნგიაძეს 599 55 02 11; მარი გახოკიძეს 577 525 404

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=619&lang=geo