ჩაბარების ვადა:

2 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1584 - ტენდერი ბანკის ობიექტებზე მიმდინარე სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2016 წლის 2 აგვისტო, 17:00.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებზე მიმდინარე სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
    5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს მომდევნო ლინკზე არსებული ფაილის შევსებული ვერსია (http://we.tl/tV8sjINVFB) და ასევე ეს ფაილი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე k.beroshvili@bog.ge
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაური 595 599 030 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 19 ივლისიდან – 2016 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერის საფუძველზე მოხდება ფასის დაფიქსირება და მომავალში თითოეულ ი ობიექტისთვის გაფორმდება ცალკ-ცალკე ხელშეკრულება;
  • სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის და ა.შ გასწვრივ;
  • გთხოვთ, წვრილმანი სარემონტო სამუშაოების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარე ბში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დახურვამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 2 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=622&lang=geo