ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1587 - ტენდერი საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება - 1 ერთეული საფულე ჩეკის წიგნაკი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
  • ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა საფულე ჩეკის წიგნაკებზე განისაზღვრება 1000 ერთეულით;
  • მოწოდების ვადები - ბანკის მიერ შეკვეთიდან 10 (ათი) სამუშაო დღე;
  • საფულე ჩეკის წიგნაკის დეტალური სპეციფიკაცია:
         * ექსკლუზიური ნუმერაცია;
         * სხვადასხვა სახის დამცავი ბადე (გარდამავალი ორნამენტებით)
         * ექსკლუზიური ბადე, რომელზედაც რელიეფის ეფექტით გამოსახულია ბანკის ლოგოტიპი;
         * ფონი წარმოადგენს მიკროშრიფტისაგან შემდგარ ხაზებს, სადაც იკითხება: საქართველოს ბანკი;
         * ფონზე გამოყენებული ელემენტები უნდა შესრულდეს უხილავი საღებავით, რომლებიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას;
         * საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება კონკრეტული ბანკის ლოგოტიპი ან აბრევიატურა;
         * ექსკლუზიური ქაღალდი წყლის ნიშნით 100 ± 10 გრ/მ 2 ;
         * ექსკლუზიური ქაღალდი ხილული ფიბრით;
         * ექსკლუზიური ქაღალდი უხილავი ფიბრით;
         * თანდართულ ფაილში იხილეთ სურათი;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 19 ივლისიდან – 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად მოწოდების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=624&lang=geo