ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1588 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე.

საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და დარიცხვას (100 კმ.-მდე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით);
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს ფარდა- ჟალუზების მიწოდება-მონტაჟი;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები ბანკის სათაო ოფისში გენადი აფციაურთან (საკონტაქტო ნომერი - 595 599030) ტენდერის დასრულებამდე 1 დღით ადრე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 19 ივლისიდან – 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს:
    ტელ: 2 444 444 (4121)
    მობ: 595 599 030

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=625&lang=geo