ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2016, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T1628 - ტენდერი ოფისების/ოფის-კონტეინერების დალაგება/დასუფთავებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 26 აგვისტო (19:00 საათი), 2016 წელი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელებრგცემენტ კაუკასუსი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის მომსახურებაზე:

  • შპს „ჰაიდლებერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისის და შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ კუთვნილი ქარხნების (საქართველოს მასშტაბით) დალაგება/დასუფთავებით (ოფისები/ოფის-კონტეინერები) უზრუნველყოფაზე 12 თვის მანძილზე.

ვადები:

  • ინტერესის გამოხატვის გამოცხადების დღე - 2 აგვისტო, 2016 წელი;
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 26 აგვისტო (19:00 საათი), 2016 წელი; 
  • გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება - 2 სექტემბერს, 2016 წელი;
  • ობიექტების დათვალიერება მოხდება - განაცხადის შემოტანამდე, შეთანხმებისამებრ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით  არაუგვიანეს: 26 აგვისტო (19:00 საათი), 2016 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:
     - განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე;
     - ამონაწერი რეესტრიდან;
     - არსებული კლიენტების ჩამონათვალი;
     - სარეკომენდაციო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
     - შემოთავაზებული ფასი/პირობებით;
  • გაითვალისწინეთ რომ შემოტანის პირობების დარღვევით/ან ყალბი დოკუმენტაციით გაკეთებული  განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული.
  • გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან

დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი - განაცხადი ოფისების და ქარხნების დალაგება/დასუფთავებაზე 
ვახტანგ ჩხაიძეს, შესყიდვების კატეგორიის მენეჯერს (მობილური ტელეფონი: 577790026)