ჩაბარების ვადა:

11 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1640 - ტენდერი სანიაღვრე ქსელის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის სანიაღვრე ქსელის მოწყობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • სანიაღვრე წყალგაყვანილობის მოწყობა;
  • სანიაღვრე ქსელის დაერთება ცენტრალურ კოლექტორზე.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22.

სამუშაოების შესრულდება შემსრულებლის მასალით.

დართულ ფაილში, გთხოვთ იხილოთ შესასრულებელი სამუშაოების დაახლოებითი მოცულობები.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გულუას ქუჩა N22  ადგილზე სიტუაციის უკეთესად შესასწავლად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 აგვისტოს 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ