ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1649 - ტენდერი დროშების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს დროშების დამზადებაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

სპეციფიკაციები:

  • ქსოვილი- სადროშე ბადე (პოლიესტერი), პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვით.
  • ბეჭდვა ციფრული, სუბლიმაციური.
  • დროშის მარცხენა მხრიდან, ვერტიკალურად მიკერებული მყარი ზონარი.
  • დროშის მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით მარყუჟები.
  • ზომა : 2მ*3მ (ქსოვილის წონა არანაკლებ 110გრ. 1კვ/მ-ზე).
  • საგარანტიო პერიოდი- 6თვე. დროშის ფერი არ უნდა გახუნდეს და არ უნდა ჩამოირეცხოს. უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
  • მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 8 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარი გახოკიძეს 577 525 404

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=629&lang=geo