ჩაბარების ვადა:

22 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1651 - ტენდერი ვიდეოსაკონტროლო სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსაკონტროლო სისტემის მოწყობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • GEOVISION სისტემით აღჭურვილი;
  • 16 ცალი IP კამერა, აქედან:
     - 1.3 MP ONWIF – 14 ცალი;
     - 4 MP ONWIF – 2 ცალი;
  • GEOVISION-ის USB ლიცენზია 16 კამერაზე;
  • პერსონალური კომპიუტერი - 1 ცალი - კომპიუტერის სპეციფიკაცია, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში;
  • დამატებითი მასალები - საჭიროებისამებრ.

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2, რათა უკეთესად შეაფასონ სიტუაცია, რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ წინადადება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ფინანსური წინადადება;
  • ტექნიკური წინადადება;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურის ხარისხისა (სერთიფიკატები, პასპორტები, მწარმოებელი ქვეყანა) და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, სრული რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოს 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური წინადადება და შემოთავაზებული პროდუქციის სპეციფიკაცია - 30%; საგარანტიო პირობები - 10%; შესრულების ვადა - 10 %; გადახდის პირობა - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 593 13 82 39, საკონტაქტო პირი - გიორგი ტარიელაშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ