ჩაბარების ვადა:

22 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1656 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ევაკუაციის გეგმის შედგენასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ევაკუაციის გეგმის შედგენასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

1. ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზაციისა და ევაკუაციის გეგმა-სქემა წყლის წყაროების მანძილებისა და დებეტების აღნიშვნით;
2. ზემოთაღნიშნული გეგმა-სქემის პრაქტიკულად განხორციელება აგგსს-ის ტერიტორიაზე შემსრულებლის მასალით (საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ტერიტორიის დახაზვა).

სადგურების რაოდენობა: 17 საქართველოს მასშტაბით.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ სადგურების ჩამონათვალი და მათი საკადასტრო და სიტუაციური რუკები.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ, ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხცა;
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოს 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 577 17 00 12; საკონტაქტო პირი ტიტე ჯიჭონაია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ