ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1671 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ მდებარეობს მეტრო ახმეტელის თეატრთან. შენობა შვიდი სართულისგან შედგება. მის მიმდებარედ განლაგებულია მიწისქვეშა, ორდონიანი პარკინგი. სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათებია 10:00-22:00, ხოლო პარკინგი მუშაობს 08:00-23:00-მდე.

შპს „გლდანი მოლ სერვისი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

დასასუფთავებელი ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართ 1-ში.

ძირითადი სატენდერო მოთხოვნები:

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს ზედამხედველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი დამკვეთთან მომსახურების ჯეროვნად შესრულებაზე
  • მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის აღჭურვა ყველანაირი ტექნიკური საშუალებით, რაც საჭიროა მომსახურების ჯეროვნად შესასრულებად მათ შორის: მეტლახის საწმენდი დანადგარი, მტვერსასრუტები, სპეც მანქანები შესაბამისი ზედაპირისთვის.
  • მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის უსაფრთხოება და ჯანსაღი პირობები.
  • დასუფთავებისას გამოყენებული ხსნარები უდნა იყოს სერთიფიცირებული და უსაფრთხო სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებისა თუ ვიზიტორებისთვის. ამავდროულად ხსნარები წინასწარ უნდა იყოს ჯეროვნად შერჩეული, რათა უზრუნვეყოფილი იყოს ეფექტურობა და ზედაპირის დაუზინებლად დასუფთავება.
  • მომსახურე პერსონალი უნდა ატარებდეს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ უნიფორმას
  • მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ესკალატორებისა და რბილი ავეჯის წმენდა თანამედროვე ტექნოლოგიით
  • მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს სავაჭრო ცენტრის სველი წერტილების მომარაგებას ქაღალდის პირსახოცებით, ტუალეტის ქაღალდითა და თხევადი საპნით. მომსახურე კომპანია ვალდებულია მომარაგების ყოველთვიური ანგარიშგება აწარმოოს დამკვეთ კომპანიასთან.
  • მომსახურე კომპანია ვალდებულია ყველა ის ხელსაწყო, საწმენდი საშუალება თუ სხვა ინვენტარი, რაც აუცილებელია მომსახურების ჯეროვნად შესასრულებლად შეიძინოს თვითონ.
  • მომსახურე კომპანია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში დამკვეთ კომპანიას წარუდგინოს ყოველთვიური რეპორტინგი, მიაწოდოს ინფორმაცია სავაჭრო ცენტრში მომუშავე პერსონალის შესახებ (არასამუშაო საათებში დაშვების უზრუნველსაწყოფად).

სავაჭრო ცენტრის საერთო სივრცეები:

  • სავაჭრო ცენტრის საერთო სივრცეების დასუფთავება მოიცავს იატაკის ზედაპირის, განლაგებული კოლონების, კიბე-ესკალატორების, ლიფტების (2), შემოსასვლელი და შიდა გასასვლელი კარების, შუშის მოაჯირებისა და სავაჭრო ცენტრის მფლობელობაში არსებული სარეკლამო კონსტრუქციების დასუფთავებას. (დეტალური ინფორმაციისთვის - დანართი 1)
  • საერთო სივრცეები (1) უნდა სუფთავდებოდეს ჯეროვნად ყოველდღურად შესაბამისი დანადგარებით, ხოლო დღის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს დაყრილი ნაგვის მოხვეტა, სანაგვე ურნების დაცლა და გატანა, ადგილობრივი უწესრიგობის აღმოფხვრა
  • სასურველია მომსახურე კომპანიამ შემოთავაზებაში ჩართოს ყოველთვიური გენ. დასუფთავება, რაც დამატებით მოიცავს ესკალატორების (3) კიბეების წმენდას სპეც დანადგარით, რბილი ავეჯის წმენდას (4) (სასურველია სპეც დანადგარით), რთულად მისაწვდენი ალუკაბონდების ზედაპირების წმენდა
  • დამატებითი პირობა ვრცელდება მეოთხე სართულის საერთო სივრცეზე. მომსახურე კომპანიამ უნდა აიღოს მოვლა-პატრონობაში მეოთხე სართულზე განლაგებული კვების ზონის (5) საერთო სივრცე, სადაც განლაგებული მაგიდა-სკამები (6). მოვლა პატრონობა მოიცავს მაგიდა-სკამების (6) რეგულარულ დასუფთავებას, ნარჩენების გატანას.

სავაჭრო ცენტრის სველი წერტილები:

  • სავაჭრო ცენტრის სველი წერტილების (7) მუდმივ რეჟიმში დასუფთავება სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათების განმავლობაში.
  • ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის უზრუნველყოფა

ტექნიკური სივრცეები და მიმდებარე ტერიტორია:

  • მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს სახანძრო კიბეების დასუფთავებას ყოველდღიურად
  • მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიის ცხაურების (8) დასუფთავებას ყოველდღიურად
  • მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს გარე პერიმეტრის დაგვას ყოველდღიურად (9)
  • მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს ფასადის (10) მისაღებ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
  • მოსმახურე კომპანია უზრუნველყოფს ლიფტების (2) დასუფთავებას ყოველდღიურად და საჭიროების შემთხვევაში

პარკინგის დასუფთავება:

  • მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს პარკინგის ტერიტორიის (11) ყოველდღიურად დაგვასა ნაგვის გატანას.
  • მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს პარკინგის ზედაპირის რეცხვას სპეც დანადგარით მინ. კვირაში 1ჯერ. მინ. თვეში ერთხელ ზედაპირზე დარჩენილი ლაქების მოწმენდა-ამოღებას
  • პარკინგის საოპერატორო ოთახის (12) დასუფთავებას ყოველდღიურად

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილებისათვის აუცილებელია შეთავაზება მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის რეკვიზიტები
  • დღგ-ს გადამხდელის მოწმობა (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
  • მომსახურების ყოველთვიური ღირებულება. შესაძლებელია გარკვეული სერვისების ცალკეული ღირებულების მითითება საჭროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ცენტრში ყოველდღიურად საჭირო მომსახურე პერსონალის ოდენობა, შესაბამისი მუშაობის განრიგი
  • პარკინგზე ყოველდღიურად საჭირო მომსახურე პერსონალის ოდენობა, შესაბამისი მუშაობის განრიგი
  • დამატებითი პერსონალის (საჭიროების შემთხვევაში) ოდენობა, შესაბამისი მუშაოების განრიგი
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული დანადგარების სრული დასახელება, რომლითაც კომპანია აპირებს დაკვეთი შესრულებას
  • სამომავლოდ შესაძენი დანადგარების სრული დასახელება, რომლითაც კომპანია აპირებს დაკვეთის შესრულებას
  • კორპორატიული შეკვეთების ისტორია
  • მინიმუმ 3 კორპორატიული კლიენტის სარეკომენდაციო წერილი

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადა: 29 აგვისტო, 2016წ
შემოთავაზებები მიიღება ელექტრონულად მისამართზე - info@gldanimall.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:
ზვიად ჯამალაშვილი
+995597708000