ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1672 - მხარდაჭერის განხორციელება 2016 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების სისტემის (PEFA) შეფასებაში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ,  02.09.2016 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ ფინანსური შემოთავაზება წარმოადგინოთ ლარში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება Support in Public Expenditure and Financial Accountability (PEFA) 2016 Assessment
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2456.5-003.00
და აგრეთვე ნომერი   83237601

და დანომრეთ კონვერტები

 (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201802
Eteri.konjaria@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 07.09.2016 -სთვის.

გაცნობებთ, რომ კონკურსის შედეგების შეტყობინება არ ხდება ავტომატურად. ინტერესის შემთხვევაში პასუხის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ: 995 32 2 201802

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ