ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1682 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა წარმატებულ ორგანიზაციებში მუშაობის შედეგად შეძენილი თეორიული და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაედო საფუძვლად "ProConsulting"-ის როგორც უნივერსალური, კომპლექსური საკონსულტაციო კომპანიის ჩამოყალიბებას. "ProConsulting"-ის მომსახურება, მიმდინარე ეტაპზე მოიცავს სამ მიმართულებას:

  • სრული იურიდიული სერვისი;
  • პრობლემური აქტივების მენეჯმენტი;
  • HR კონსალტინგი;

კომპანია ,,ProConsulting“ აცხადებს ტენდერს სოფტის შექმნაზე:

აღწერილობა:

პროგრამის მიზანია კომპანიისათვის გადმოცემული დებიტორების ელექტრონული ასახვა, ინფორმაციის განახლება, შეცვლა, მართვა, დარეკვები (sms), მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა, კომპლექსური შესავსები ფორმა - დიალოგებით, უსაფრთხოების მაღალი დონითა და მაქსიმალური დაცვითი მექანიზმებით.

დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ კომპანიას, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@proconsulting.ge

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
  • თანხის გადახდა მოხდება ეტაპობრივად ყოველ შესრულებულ მომსაუხრებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • ტენდერში მონაწილეს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მაღალი პროფესიული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • მოტივაცია;
  • დავალებული სამუშაოს დროულად და სწრაფად შესრულება;
  • სამუშაოს მაღალპროფესიონალურად და ეფექტურად შესრულება;
  • ყველა უფლება Source code-ზე უნდა გადაეცეს კომპანიას უშუალოდ Source code-ით;
  • საკუთრებისა უფლება პროგრამაზე უნდა გადაეცეს კომპანიას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: 

იურიდიული პირებისათვის:

  • დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი;
  • საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
  • დეტალური შეთავაზება.
  • შესრულების ვადები;
  • ტესტირების ვადები და პირობები;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხარჯი (მათ შორის დ.ღ.გ.)

ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის საინიციატივო ფიზიკური პირებისათვის:

  • სახელი-გვარი და პირადი ნომერი;
  • CV;
  • კლიენტების სია და შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
  • დეტალური შეთავაზება.
  • შესრულების ვადები;
  • ტესტირების ვადები და პირობები;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხარჯი (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ელექტრონული სახით, სადაც მითითებული იქნება განმცხადებლის რეკვიზიტები.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@proconsulting.ge

ელ - ფოსტის სათაურში (Subject:) მიუთითოთ ტენდერის დასახელება.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 სექტემბერი. 

საკონტაქტო პირი: დავით ბიჭიკაშვილი
ტელ: 599 67 00 35

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ