ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1698 - ტენდერი გზის დაზიანებული საფარის შეკეთების თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "საქინვესტი” აცხადებს ტენდერს გზის დაზიანებული საფარის შეკეთების თაობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთება - 230 მ2;
  • დაზიანებული ბეტონის საფარის შეკეთება - 360 მ2;
  • სანიაღვრე ჭების მოწესრიგება - 9 ცალი.

სამუშაოების მოცულობები გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სიტუაციის დეტალურად შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge და v_tsimakuridze@gig.ge . შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 აგვისტოს 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec .ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 26 32 22. საკონტაქტო პირი ლევან კაკოიშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ