ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1704 - ტენდერი ტელევიზორების და აქსესუარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "ტერაბანკი" აცხადებს ტენდერს ტელევიზორების და აქსესუარების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

  • ლოტი 1 - ტელევიზორების შესყიდვა;
  • ლოტი 2 - ტელევიზორების აქსესუარების შესყიდვა.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

შესასყიდი ტელევიზორის და აქსესუარების რაოდენობები და ტექნიკური სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში - „მოთხოვნები“.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასების ცხრილი, სადაც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მწარმოებლის ან/და საფირმო ნიშნის და კონკრეტული მოდელის მითითებით) და, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
  • მინ. 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ტელევიზორების შესყიდვაზე“;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 25 აგვისტო (18:00 საათამდე).
ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგი აბიათარს, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (2020); 

ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:Andro.Tatishvili@terabank.ge ან ნომერზე: 2 55 00 00 (2008)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ