ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1708 - ტენდერი ტრაქტორისა და 6 აგრეგატის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ფასთა შედარებას ტრაქტორისა და 6 აგრეგატის მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა /ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ტრაქტორის და აგრეგატების ფასი დღგ-ს გარეშე (ტექნიკური მოთხოვნები მითითებულია დანართში);
  • მიუთითეთ მწარმოებლის მიერ გამოშვებული ტრაქტორის და აგრეგატების ტექნიკური პარამეტრები, მწარმოებელი ქვეყანა და დაურთეთ სურათები. მათი ტექნიკური მდგომარეობის აღწერა.
  • საგარანტიო პირობები;
  • მიუთითოს მიწოდების პერიოდი. ტრაქტორის და აგრეგატების ჩატანა უნდა მოხდეს საქართველო, ახალციხის რაიონი, ქ. ვალეში.
  • მიუთითოს გადახდის პირობები;
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2016 წლის 30 აგვისტო 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომერზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ