ჩაბარების ვადა:

24 აგვისტო 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1710 - ტენდერი საფოსტო/საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებს ტენდერს საფოსტო/საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ ტენდერში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია Societe Generale-ს შესყიდვების პორტალ Sourcing Hub-ის საიტზე:
https://sourcing-hub.societegenerale.com/web/en/login.html.

რეგისტრაციის დასრულების ვადაა ა.წ. 24 აგვისტო 16:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თეკლა მურვანიძე
ელ.ფოსტა: Tinatin.Murvanidze@republic.ge
ტელ: 0322 909090 (1191)

აუცილებელია პრეტენდენტმა გამოაგზავნოს შეტყობინება საიტზე რეგისტრაციის გავლის შესახებ მოცემულ ელ.ფოსტაზე, რის შემდეგაც ბანკის მიერ მოხდება პრეტენდენტთან სატენდერო წინადადების გაზიარება ზემოთ აღნიშნული პორტალის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია Sourcing HUB-ის პორტალთან დაკავშირებით:

ფრანგული ჯგუფის Societe Generale-ს შესყიდვების პორტალი „ Sourcing Hub”, ამავე ჯგუფის წევრმა ბანკმა რესპუბლიკამ საქართველოშიც დანერგა. „Sourcing Hub” Societe Generale-ს სამ ძირითად შესყიდვების პრინციპს ეფუძნება, ესენია: ეფექტურობა, სამართლიანობა და სოციალური პასუხისმგებლობა. აღნიშნული პორტალი ინოვაციური, მარტივი და მოქნილია გამოსაყენებლად როგორც შემსყიდველისთვის, ასევე მომწოდებლისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთ სივრცეში ტენდერის, ფასთა კვოტირების, ბაზრის კვლევის, აუქციონის გამოცხადება, ყველა შესაძლო მომწოდებელთან დაკავშირება და შესაბამისად ეფექტური შესყიდვების განხორციელება. აღნიშნული პორტალი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ყველა პრეტენდენტს, ზრდის კონკურენციას და გამჭვირვალე პროცესის საშუალებით ხელს უწყობს სამართლიან და არადისკრიმინაციულ შეფასებას, აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბანკი რესპუბლიკა პირველია საქართველოშო როგორც საბანკო ისევე როგორც კერძო სექტორში, რომელმაც დანერგა თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისი, შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რაც ხელს უწყობს ბანკი რესპუბლიკას ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას, შესყიდვების განჭვრივალობის, თანაბარი კონკურენციის შექმნის გზით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ