ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1718 - ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს, ბანკის კუთვნილ ფართებში ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე (9 ობიექტი).

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

ლოტი#1- ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი;

დასამონტაჟებელი აპარატურის ჩამონათვალი, ობიექტების ადგილმდებარეობა იხილეთ თანდართულ ფაილად.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების ხარისხის წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასთა ნუსხა (როგორც ობიექტების მიხედვით ცალცალკე, ასევე ჯამური თანხა. გადასახადების ჩათვლით)
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ინფორმაცია ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე.);

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 5 სექტემბრის (18:00 საათამდე).

ტენდერის მსვლელობისას ობიექტების დათვალიერება და საპროექტო ნახაზების გაცნობა მოხდება ადგილზე.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანდრო ტატიშვილს
ელფოსტა: andro.tatishvili@terabank.ge 
ტელეფონი: 255 00 00 (შიდა: 2008).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ