ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1724 - ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობის შეძენაზე.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

ლოტი#1- ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობა. 

შესასყიდი აღჭურვილობის ჩამონათვალი და რაოდენობები მოცემულია თანდართულ ფაილად „აღჭურვილობა“.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და მოწოდების პირობების წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასთა ნუსხა (გადასახადების ჩათვლით)
  • სარეკომენდაციო ორიგინალი წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ინფორმაცია ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე.);

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 5 სექტემბრის (18:00 საათამდე).

ტენდერის მსვლელობისას ობიექტების დათვალიერება და საპროექტო ნახაზების გაცნობა მოხდება ადგილზე.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანდრო ტატიშვილი
ელფოსტა: andro.tatishvili@terabank.ge 
ტელეფონი: 255 00 00 (შიდა: 2008)

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ