ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1731 - ტენდერი ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში“ აცხადებს ტენდერს ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებზე.

დაფინანსება:

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ველო და სასოფლო ტურიზმის კომბინირება როგორც ინოვაციური მიდგომა საზღვრისპირა კოოპერირების ხელშესაწყობად“ N 2015_20 ფარგლებში.

პროექტი განთავისუფლებულია დღგ-ს დაგასახადისაგან, ს/კ 205198926

მშენებლობის ადგილი:

  • ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე (ს/კ 62.26.01.136) 

ორგანიზაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო განაცხადის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოების შესრულების ვადები; (სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში)

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ორაგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, მურმან ლებანიძის ქუჩა N7, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 09 სექტემბერი 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: temoicct@gmail.com ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
სამუშაოებთან დაკავშირებით:
ტელ: 577 23 77 00;
საკონტაქტო პირი თემურ სამადაშვილი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ