ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1732 - ტენდერი ახალი სათავო ოფისის განახლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ტენდერს ახალი სათავო ოფისის განახლებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • მისამართზე „თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #160“ არსებული შენობის ფასადის, ეზოში შესასვლელის და ვესტიბიულის დიზაინის დამზადება.

სატენდერო შემოთავაზებით წარსადგენი დოკუმენტების სია:

  • დიზაინის ესკიზები;
  • შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (ეროვნულ ვალუტაში, დ.ღ.გ.-ს ჩათვლით), ანგარიშსწორების პირობის მითითებით;
  • შესასვლელი ეზოს, ფასადის, ვესტიბიულის და მთლიანი ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების წინასწარი ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოების ჩატარებაზე ქალაქის მერიის თანხმობა;
  • მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ესკიზები, ფოტომასალა და ა.შ.);
  • ზუსტი საკონტაქო ინფორმაცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო საბუთების მოწოდება: ა.წ. 9 სექტემბერს, არაუგვიანეს 13:00 სთ-ისა;
  • მერიის თანხმობის მოწოდება: არაუგვიანეს ა.წ. 23 სექტემბრისა (გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვებული აპლიკანტი დამკვეთისგან დასტურს მიიღებს 10 სექტემბერს, არაუგვიანეს 15:00 სთ-სა).

სატენდერო განცხადებაზე დართული დოკუმენტები:

  • ეზოში შესასვლელის, ფასადის, ექსტერიერის და ვესტიბიულის ფოტოები;
  • შპს „კავკასუს ონლაინის“ ე.წ. Brand Book-ი.

დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირები:

  • ალექსი ბარბაქაძე +(995 577)208-030
  • დავით გუნცაძე +(995 577)385-383

გთხოვთ, სატენდერო შემოთავაზება მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #71, მე–5 სართ., ოთახი 507 (კანცელარია).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ